ქუთაისი - ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები

    

ჯგუფური ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრების თემები იყო  - „როგორ ავაწყოთ ჰარმონიული ურთიერთობები  ოჯახში“ და ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.

- ერთმანეთის გაგება, ურთიერთპატივისცემა, ყურადღება - ეს ყოველი ოჯახის ღირებულებებია. თუ ყურს მიუგდებთ პარტნიორის გრძნობებს, მიიღებთ მყარ ოჯახს და სიყვარულსა და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევა აქტიური დისკუსიების შემდეგ.

ნოემბერში ქუთაისში გაიმართა 9 ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (63 მონაწილე). ამას გარდა ჩატარდა სამი ინდივიდუალური კონსულტაცია ოჯახურ კრიზისთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა

   

ნოემბრის თვის საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა  ძალადობის თემას დ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

3 შეხვედრა გაიმართა  ქუთაისში, 6-6 - წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. როგორც წინა თვეებში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ნოემბერშიც  33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა დასახლებებში,

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჰუმანიტარული აქცია ხურჩაში

  

ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით სოფელში ჩატარდა ჰუმანიტარული აქცია - სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში

 

- როგორ შუქდება ძალადობის პრობლემა მედიაში, როგორ მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია ძალადობის ფაქტებზე და რამდენად ემსახურება ძალადობის პრევენციას - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ქალების ჯგუფთან ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში. ვორკშოპები ჩატარდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მედიასაშუალებები, ძირითადად, მაშინ ინტერესდებიან ამ ფაქტებით, როცა მკვლელობა ხდება, როცა მომხდარს უკვე არაფერი შველის.

მონაწილეთა აზრით, მედია ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია ძალადობის პრევენციაში და მისი გამოყენება უფრო ეფექტურად უნდა ხდებოდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან ფოთში, ხონში, განმუხურში

  

ტელევიზიების უმრავლესობა პოლიტიზებულია და ძალადობის თემა მათთვის არ არის პრიორიტეტული.

- ძალადობის პრევენციაში მასმედიის რესურსი სათანადოდ არ არის გამოყენებული, ჟურნალისტებსაც სპეციალური ტრენინგები სჭირდებათ, რათა სწორად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ვორკშოპების მონაწილე ახალგაზრდებს ფოთში, ხონსა და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

მათ აღნიშნეს, რომ სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-სივრცეში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციებია და აუცილებელია პოზიტიური მაგალითების გავრცელება, რაც საზოგადოებაში აგრესიას შეამცირებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები