მსხვერპლის კომპლექსზე საუბარი წყალტუბოსა და სენაკში

  

3 და 4 ოქტომბერს წყალტუბოსა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ორგანიზებული იყო ფსიქოლოგის ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრები წარიმართა საკმაოდ აქტუალურ თემაზე - მსხვერპლი, მსხვერპლის კომპლექსი, მიზეზები, ფსიქოსომატიკა, როგორ ავიცილოთ თავიდან - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

მსხვერპლის კომპლექსი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული პიროვნული თავისებურებები, რომელთა წყალობითაც ის მსხვერპლის პოზიციაში ხვდება და გაუცნობიერებლად იზიდავს უსიამოვნებებს და ტირან ადამიანებს. ისინი მუდმივად სხვას ადანაშაულებენ გაუთავებელ პრობლემებში და თავიანთ როლს ვერ ხედავენ. ხშირად ასეთი ქალები თავიანთ თავს მსხვერპლად წირავენ შვილებს, ქმარს, ოჯახს, მეზობლებს. ისინი თავიანთ ინტერესებს ბოლო ადგილზე აყენებენ: „მე როგორღაც გადავალ“, „მე არაფერი არ მინდა“, „მთავარია, თქვენ იყოთ კარგად“...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი მობილიზატორებისთვის

 

  

29-30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი ფონდი „სოხუმის“  ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო 6 ცენტრის 11-მა მობილიზატორმა. სამი დღის განმავლობაში მათ იმუშავეს პროქტების შემუშავებაზე და განიხილეს რამდენიმე თემა: პროექტის წერა, მიზნების ფორმულირება, პრობლემების იდენტიფიკაცია და სააპლიკაციო განაცხადებთან მუშაობა, პროექტების ფინანსური მენეჯმენტი, პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და განაწილება. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სექტემბრის სამობილიზაციო შეხვედრები

      

სექტემბერის თვის სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა მშვიდობის საერთაშორისო დღეს და WAVE #stepup საერთაშორისო კამპანიას „ძალადობის მსხვერპლ ქალთა და მათი შვილების - მხარდაჭერა და დაცვა“.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა 33 შეხვედრა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც (თერნალი, კუხი, ნახახულევი, ახალსოფელი, ხორში, ხურჩა, კოკი, კახათი).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში

  

  

სექტემბერში ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიმართა 9 ჯგუფური შეხვედრა და 3 ინდივიდუალური კონსულტაცია. მუშაობა წარიმართა თემაზე - ასერტული ურთიერთობები, ურთიერთობები ძალდატანების გარეშე, არაძალადობრივი კომუნიკაცია.

მონაწილეები გაეცნენ ასერტული ურთიერთობების წესებს, იმუშავეს ასერტული ქცევის ბარათზე.

ხანდახან ადამიანთა უტაქტობა ყველა ზღვარს სცილდება. ძნელია, თავი დაიცვა მსგავსი შეკითხვებისგან: „რამდენი გაქვს ხელფასი?“ „როდის თხოვდები?“, „რა, არ აპირებ, ჭკუა ასწავლო შენი ქმრის საყვარელს?“, მაგრამ თავშეკავება ყველას შეუძლია. როცა არაკორექტულ შეკითხვას გისვამენ, გახსოვდეთ: არ არის აუცილებელი უპასუხოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეყო შეკითხვის დასმის თავხედობა. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა სასარგებლო რჩევები მისცა შეხვედრის მონაწილეებს.

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური და ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები

  

პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული იურიდიული საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. ქუთაისში, ხონში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკში, წყალტუბოსა და ფოთში შეკრებილებმა თავიანთთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს იურისტებს და მიიღეს კომპეტენტური პასუხები.

შეხვედრებზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები, გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ქალი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები