ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის

 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დანერგვა მოსწავლე ახალგაზრდებში“ - ამ აქტუალურ თემაზე ახორციელებს მცირე პროექტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები ქალაქის ორ სკოლაში - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის.

უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მერიის გენდერულ მრჩეველთან, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტთან.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი - ბულინგის პრევენციის მიზნით

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს მუშაობას ხონის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ნახახულევსა და მათხოჯში - მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება კონფლიქტის მოგვარების კუთხით და ჩართვა ბულინგის პრევენციაში.

თებერვალში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლების რწმუნებულებთან და სკოლების დირექტორებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“ - კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

   

„უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“ - ასე ჰქვია კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო: ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია პროექტის აქტივობების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს თანამშრომლობისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“

  

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მუშაობა პროექტზე „ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება ორ  სოფელში  - ხორშსა და თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა კრიზისულ ოჯახებთან

მუშაობა წყვილებთან - ეს ახალი კომპონენტია ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ძალადობის პრევენციის მიზნით, პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს კრიზისულ ოჯახებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ, შეცვალონ ვითარება და დაძლიონ კრიზისი. ასეთ ოჯახებთან კომპლექსურად მუშაობენ ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, საჭიროების შემთხვევაში ერთვება იურისტი.

უკვე ჩატარდა სამი შეხვედრა. სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია სირთულით. საერთო ის არის, რომ ქალები  ცდილობენ ოჯახური კონფლიქტების მართვას და პროცესში მამაკაცებიც არიან ჩართულნი. ფსიქოლოგი მუშაობას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალური გრაფიკი შემუშავდა, რაც მათ კრიზისული სიტუაციების მოგვარებაში დაეხმარება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები