ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდა ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენელი საქართველოში იოანა არკასენი, რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო ქუთაისის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მოეწყო საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში და მას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და იმსჯელეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალს უსაფრთხო გარემო შეექმნას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)