ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა დონორი ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით პლაზმური ტელევიზორი მიიღო. პროექტიდან გამომდინარე, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“. კლუბის წევრები ყოველთვიურად შეიკრიბებიან, მოეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები გენდერული რაკურსით. იგეგმება წარმატებული ქალების მოწვევა და სხვა სახის აქტივობები.
ეს იდეა ქალთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჩნდა, რაც შემდგომში დონორის მოძიებით და პროექტის მომზადებით გაგრძელდა. ჯგუფის წევრების აზრით, მოზარდთა ინფორმირება გენდერულ საკითხებზე ამ ფორმატით, მნიშვნელოვნად შეამცირებს საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეს და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას.