ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში) მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები, ჟურნალისტები, კახათის, ორსანტიის, დიდი ნეძის, კოკის თემების სამოქალაქო აქტივისტები.
მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ადგილობრივ მუნიციპალურ და სოციალურ პროგრამებზე. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში: როგორ ხდება პრობლემათა იდენტიფიცირება, როგორ მიმდინარეობს ადვოკატირება, რა შედეგები აქვთ.
დისკუსიისას გამოიკვეთა აქტუალური პრობლემები, რომლებიც ცალკეულ თემებში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას, აძლიერებს მოქალაქეთა ჩართულობას პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და ამცირებს კონფლიქტების განვითარების რისკს საზოგადოებაში.