ფონდ „სოხუმში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან. მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე.
მონაწილეებმა განიხილეს სამი პრობლემა, რომელიც შეიცავს კონფლიქტების განვითარების საფრთხეს და გენდერული კუთხით სენსიტიურია.
პრობლემათა განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლები, გამოიკვეთა პრობლემათა მოგვარების გზები.
ფონდი „სოხუმის“ საინიციატივო ჯგუფის წევრები გააგრძელებენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან შეხვედრაზე განხილული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია.
შეხვედრას დაესწრო შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna წარმომადგენელი საქართველოში ეთუნა ნოღაიდელი.