საზოგადოებაში არსებული პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად ქალების უსაფრთხოებას ეხება, პარალელურად კონფლიქტების განვითარების საფრთხეებს შეიცავს. ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად მუშაობს ასეთი პრობლემების ადვოკატირებაზე, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები შეამციროს.
ამ მიზნით მაისში გეგმიური საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფთან. ქალები ყველაზე მეტად გრძნობენ კონფლიქტების განვითარების საფრთხეს, ამიტომ თემის პრობლემებზე მათგან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია კონფლიქტების პროგნოზირების კუთხით. კონფლიქტების დიაგნოსტირების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი მათ ადრეულ პრევენციაზე მუშაობს.