სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტივისტმა ქალებმა ონლაინ ჩართვის დროს იმსჯელეს ადვოკატირების გეგმაზე, რომელიც პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
- ჩვენ, ქალებიც, ძალიან ინერტულები გავხდით, სულ ველოდებით, რომ ვიღაც მოგვიგვარებს პრობლემას. თითოეული ჩვენგანის აქტიურობაა საჭირო, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, - აღნიშნეს მონაწილეებმა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა უკვე დაიწყო ადვოკატირების პროცესი, რომელშიც თემის აქტივისტებიც არიან ჩართულნი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)