ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) თემის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. სამოქმედო გეგმის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით გააგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას. აქტივისტი ქალები მზად არიან, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)