- რომელი პრობლემებია მოსახლეობისთვის აქტუალური, რამდენად არის შესაძლებელი მათი მოგვარება ადგილობრივ დონეზე, რა მნიშვნელობა აქვს და რა შედეგებს იძლევა მოქალაქეთა ჩართულობა - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართული შეხვედრის დროს.
მოსახლეობის განწყობა ასეთია: უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაწუხებს, უნდა მივიქციოთ იმათი ყურადღება, ვისაც ხელეწიფება პრობლემების მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა, აქტიურობა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)