„კონფლიქტების ადრეული გაფრთხილება, გენდერზე ორიენტირებული სისტემით“ - რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს მიმართულება, რა იყო მთავარი მიზანი, რა მოგცათ პროექტმა, შვედეთის ქალთა ფონდთან Kvinna till Kvinna-სთან ურთიერთობამ, რა არის საქმიანობის ძირითადი მიღწევა, რამდენად ეფექტური იყო მუშაობა პარალელურად აფხაზ პარტნიორებთან, რა იყო ყველაზე მთავარი სირთულე მუშაობის პროცესში, რა მიმართულებით გააგრძელებდით მუშაობას.
ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი შეფასებით ვორკშოპზე, რომელიც დონორი ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა ონლაიფორმატით 14-15 დეკემბერს. პირველ დღეს ქართულმა და აფხაზურმა ჯგუფებმა ცალ-ცალკე შეაფასეს თავიანთი მუშაობა, მეორე დღეს კი ჩატარდა გაერთიანებული შეხვედრა, მოხდა ინფორმაციების გაცვლა, შეფასდა მიღწეული და გაკეთდა აქცენტი სამომავლო პერსპექტივებზე.