შეიქმნა საქართველოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი

ბათუმში ერთობლივ ფორუმზე შეიკრიბა 74 ადამიანი - ქუთაისის, სენაკის, ბათუმისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრები და ამ ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობების და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
ეს იყო ფონდი „სოხუმის“ ორი პროექტის ორწლიანი მუშაობის შეჯამება (ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნა გენდერული საკონსულტაციო საბჭო 4 ქალაქში გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის გენდერული  თანასწორობის ფონდის და აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით).
გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები,  შედეგები და მიღწევები, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, სამომავლო პერსპექტივები, ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასება, საბჭოების ამოცანები და საქმიანობის კონკრეტული აღწერა, საპროექტო იდეები, არაფორმალური ურთიერთობები...
ერთი სიტყვით, ბევრი რამ იყო საინტერესო ბათუმში გატარებულ ორ დღეს...
რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ეფექტურობა და გავლენა ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე. შეხვედრის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ.  
ქსელში ჯერჯერობით 4 საბჭოა...
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები