სოციალური ჩართულობის პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით სოციალურ საკითხებში ხონის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭომ მეოცე სხდომა გამართა, სადაც მერის სამოქალაქო საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ (PIN) და თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტები გააცნეს. მოკლედ მიმოიხილეს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებს; შედგა აზრთა გაცვლა მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის საკითხზეც.
სხდომა საქველმოქმედო აქციით დასრულდა. ხონის მერიის სოციალური სამსახურის, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა ინიციატივით და „საქართველოს კარიტასის“ მხარდაჭერით, საბჭოს წევრები სოფელ ხიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულ ქალს ესტუმრნენ და ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით