ფონდმა „სოხუმმა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“. შეკრებილები გაეცნენ ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის ძირითად პრინციპებს. შედგა საუბარი საკითხებზე, რომლებიც იკვეთება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დროს.
შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გარდა ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
იმავე დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას და კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.