„ქალები განვითარებისათვის“ - ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში მუშაობს.
30 აპრილს ორგანიზაციის წარმომადგენლები არმინე შიროიანი და არპინე ნიკოლიანი ქუთაისში ჩამოვიდნენ და შეხვდნენ ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებს. ვიზიტის ნაწილი დაეთმო შეხვედრას ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან და აქტივისტებთან. ბოლოს კი გაეცნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს. სომეხი კოლეგების თქმით, ფონდი „სოხუმი“სხვადასხვა მეთოდებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის. მათ სურვილი აქვთ, სომხეთში მიიწვიონ ახალგაზრდა მსახიობები და თავიანთ ფორუმ-თეატრს შეახვედრონ, რადგან გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია აგვნითარებისა და უკეთესი შედეგებისთვის.