ფონდმა „სოხუმმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა. თემა - „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, სამოქალაქო ჯგუფების გარდა, შეხვედრას დაესწრნენ ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის პრინციპების და ოთხი ძირითადი მიმართულების გაცნობა: რა საკითხები უნდა აისახოს ადგილობრივ პოლიტიკურ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში, ვინ შეიძლება იყვნენ გზამკვლევის მომხმარებლები.
მრგვალ მაგიდაზე გაიმართა საინტერესო დისკუსიები მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომელიც იკვეთება პერსონალის გენდერული განათლების, გენდერული ბიუჯეტირების, საჭიროებათა კვლევების მეთოდოლოგიის კუთხით და ხაზი გაუსვეს კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის აუცილებლობას. გამოიკვეთა სამომავლო მუშაობის კონტურები. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მონაწილეთა აზრით, აუცილებლად აისახება ქალთა ახალგაზრდების, და სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით