ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები. მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება.
შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. სამოქმედო გეგმაში აისახა: საბჭოს სტრუქტურა, ინსტიტუციური განვითარება, ტრენინგები გენდერულ საკითხებზე, გენდერული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში, გენდერული სტატისტიკის შექმნა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის, „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.