ტყიბულის საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმი“ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, საკრებულოსა და მერიის საფინანსო და იურიდიული, ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის პროექტზე იმუშავეს.
საბჭოს წევრები ჩამოყალიბდნენ გეგმის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, მათი რეალიზებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. დასახელებული საკითხები შეეხებოდა საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ადგილობრივი სტატისტიკური ბაზის დანერგვას, საჭიროებების კვლევას, გენდერული მონიტორინგის და ანალიზის კომპონენტებს, გენდერული ბიუჯეტის პრინციპის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს, მოქალაქეთა მონაწილეობის, სერვისების მიწოდებაში გენდერული პარამეტრების გათვალისწინების საკითხებს.
საბჭოს წევრებმა გამოკვეთეს თემები, რომელთა ასახვა გეგმაში მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. ითქვა, რომ მოხდება მისი სამუშაო ჯგუფებში განხილვა და საზოგადოებისთვის გაცნობა, შემდგომი კონსულტაცია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გეგმაზე მუშაობას დიდწილად აიოლებს მუნიციპალიტეტის გამოცდილება სოციალური ჩართულობის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით.
თანამშრომლობის და კონსულტაციების რეჟიმი ფონდსა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შორის კვლავაც გაგრძელდება.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით