კოალიციური გაერთიანება - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - მუშაობას იწყებს პროექტზე „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის ყველაზე მარგინალური ჯგუფების, ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით).
პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით 2018-20 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პოპულარიზება ადგილობრივ დონეზე და სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების ასახვა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო ფორუმები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, კონფერენცია - ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გააქტიურებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვას ამ პროცესში.
ოქტომბერში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, წალენჯიხა, წყალტუბო.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით