კიდევ ერთი სამოქალაქო ფორუმი გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
ამჯერად ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საინფორმაციო სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები და გოგონები.
მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის და გაეროს რეზოლუციების განხორციელების 2018–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ. შემდეგ კი ჯგუფებში იმუშავეს იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალებს და გოგონებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, როგორ უნდა აისახოს ეს საჭიროებები ადგილობრივ პროგრამებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.