წყალტუბოს მუნიციპლიტეტში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯგუფის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა“ - ჯგუფის წევრებმა მისი დახვეწის მიზნით შეიტანეს ცვლილებები.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.