სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებთან. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სოფლის: კოკის, ხურჩის, ორსანტიის,.კახათის, დიდი ნეძის მცხოვრებნი, მათ შორის დევნილები.
შეხვედრა მონაწილეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის მიზნით ფორმირებულია სამუშაო ჯგუფი. მისმა წევრებმა „საგზაო რუკის“ სამუშაო ვერსია გააცნეს მონაწილეებს. შეხვედრაზე გაჟღერდა რამდენიმე პრობლემა, რომელიც განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.