18 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა შედგა. განხილულ იქნა გენდერული საბჭოს 2019-2020წ. სამუშაო გეგმა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის მიზნით შემუშავებულ „საგზაო რუკაზეც“.
შეხვედრა გამოირჩეოდა მონაწილეთა აქტიურობით. საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ჩაერთონ „საგზაო რუკაში“ შესული ღონისძებების განხორციელების პროცესში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.