ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი წელი აქტიურად მუშაობდა გენდერული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 2013 წელს შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით. საბჭოს ბაზაზე იქმნება ოზურგეთის ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება. ეს გაერთიანება ერთ-ერთი წევრია კოალიციისა „ქალი და მშვიდობა“ და წლის ბოლოს, 27 დეკემბერს საკრებულოს დარბაზში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც, ძირითადად, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გაერთიანებამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაზე გააკეთოს, იმუშაოს ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე. ერთ-ერთი ამოცანა ისიცაა, რომ შემოიკრიბონ დაინტერესებული ადამიანები მთელი გურიიდან (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ახალგაზრდები.
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.