კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში გრძელდება სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა. სენაკსა და ოზურგეთში ანკეტირების გზით გამოიკითხა 50 მედმუშაკი. ლანჩხუთისა და ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.
ასე გროვდება ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი, როგორ არის ჩართული რეფერირების პროცესში სამედიცინო რგოლი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაჭრა, გამოკითხულთა აზრით, ხელს შეუწყობს რეფერალური სუბიექტების კოორდინაციას, უფრო ეფექტურს გახდის სამედიცინო პერსონალის ჩართვას ძალადობის იდენტიფიცირების და პრევენციის პროცესში.