22 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და წევრები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის პროგრამა, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, შეჯერდნენ პროგრამის მიმართულებებზე. პროგრამა მუნიციპალიტეტს წარედგინება განსახილველად. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნება - მოხდეს საბიუჯეტო რესურსების გამოყოფა გენდერული პროგრამების მხარდასაჭერად, სასარგებლო იქნება ქალთა, ახალგაზრდების და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებისთვის.
დაიგეგმა შეხვედრები, რომლებიც დევნილი ქალების და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ახალგაზრდების ჯგუფებთან დიალოგს დაუდებს სათავეს და გამოავლენს მათ საჭიროებებს.