17 აპრილს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სამოქალაქო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ წარმომადგენლებმა.
კოალიცია „ქალი და მშვიდობა“ ფონდმა „სოხუმმა“ დააფუძნა გასულ წელს. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ (ქუთაისი), მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი), ქალთა კლუბი (ხონი), ქალთა ასოციაცია „იმედი“ (ზუგდიდი), ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი), განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ (ხობი), ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება (ოზურგეთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრი (ოზურგეთი), განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ბათუმი).
ფორუმის პირველი ნაწილი კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერული კონცეფციის განხილვას მიეძღვნა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში.
მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა 5 ჯგუფში იმუშავეს კონფლიქტების ანალიზზე ეკოლოგიის, ჯანდაცვის, ოჯახში ძალადობის და რელიგიის სფეროში, რაც მიზეზების, გავლენისა და პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას გულისხმობს.
კოალიცია სამომავლოდაც აქტიურ მუშაობას აპირებს.