4 ივნისს ქ. ქუთაისში, კოლეჯ „იბერიაში“ ჩატარდა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
24-კაციანი დელეგაცია უკრაინიდან - ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სხვადასხვა ქალაქიდან - გაეცნო ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „სოხუმი“ და მეწარმე ქალთა ფონდი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჩეხეთის ორგანიზაცია PIN-ის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აფხაზინტერკონტის, კოლეჯი „იბერიას“, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება დევნილებთან მუშაობის კუთხით უკრაინასა და საქართველოში.