15 ოქტომბერს გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ პარტნიორების პირველი ოფიციალური შეხვედრა.
ფონდმა „სოხუმმა“ - წამყვანმა ორგანიზაციამ - პარტნიორებთან - მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად იმსჯელა პროექტის წლიურ გრაფიკზე და ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება დასავლეთ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ამბროლაური, ცაგერი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). ეს ორგანიზაციები საერთო ფორუმში გაერთიანდებიან და ჩაერთვებიან სახელმწიფო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგში რვავე სამიზნე მუნიციპალიტეტში.