„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“ - ამ თემაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მედპერსონალი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
მთავარი აქცენტი გაკეთდა სამედიცინო პერსონალის როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და მსხვერპლის დახმარების კუთხით, ექიმების ჩართვაზე ადგილობრივი ჯანდაცვის პროგრამების ფორმირების პროცესში. დაიგეგმა შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან, სადაც დეტალურად გაეცნობიან ჯანდაცვის ადგილობრივ პროგრამებს.