ფონდმა „სოხუმმა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ამბულატორიებში მომუშავე მედიკოსები ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.
როგორც აღინიშნა, არსებული საკანონმდებლო ბაზა ქალთა მიმართ/ოჯახში და ძალადობის აღმოფხვრის საქმებში ექიმებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. შეხვედრას მედიკოსებთან ერთად დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ნათლად ხედავენ თავიანთ როლს ამ პროცესში.