შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოში

მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა  ჩაატარეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, აპარატის და მერიის თანამშრომლები. ეს იყო პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა ადგილობრივ ორგანიზაციებთან - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრთან“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ პარტნიორობით. შეხვედრაზე აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე საჯარო და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით.

პროექტს ახორციელებს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირის „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.

    

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები