სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი ქუთაისში

   

21 თებერვალი. ქუთაისი. სასტუმრო „ბაგრატი 1003“. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარტნიორები რეგიონებიდან (გურია, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი) - 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (სსო) წარმომადგენელი.

შეკრებილები გაეცნენ მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტირებას გენდერული კომპონენტის გათვალისწინებით.

ფორუმზე მოსმენილ იქნა ინფორმაციები ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს იყო პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის“ სსო ფორუმის მორიგი შეხვედრა, რომელიც გაიმართა მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები