იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში პირველი ინტერნეტშეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელთან თამარ ონიანთან.
შეხვედრის დროს განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზაციისათვის საჭიროებების კვლევის მიზნით რაოდენობრივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებულია არანაკლებ 150 რესპონდენტის გამოკითხვა. ქვეყანაში COVID-19 დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პარტნიორი ორგანიზაცია ოზურგეთში, ძირითადად, გამოიყენებს Google Drive შესაძლებლობებს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში იქნება სატელეფონო ზარებიც. საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის პარტნიორები რჩებიან სახლებში და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით აგრძელებენ საქმიანობას მიზნების მისაღწევად.