სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ლანჩხუთში

1 2 3 4

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. სამუშაო ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვას მუნიციპალიტეტში. ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები. პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების მხრივ. გაკეთდა პრეზენტაცია მონიტორინგის და საჭიროებების კვლევის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები