ცაგერი - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

1  2 

3 4

მეწარმე ქალთა ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ და „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლების“ წარმომადგენლების მიერ ცაგერში შეირჩა 14-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ირგანიზაციების, მასმედიის აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პირები.

17 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომელთა ჩართულობით. დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. ჯგუფის წევრები გაეცნენ დებულებას, სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმა-გრაფიკს.

პროექტი ხორციელდება კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზაცია), იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ და მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები