თერჯოლის საკრებულოს სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ სამუშაო ჯგუფის წევრები და ჯგუფის ხელმძღვანელი - საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში. შეხვედრაზე განხილულ იქნა მონიტორინგისა და საჭიროების კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. იყო საუბარი ცხელი ხაზის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. აქცენტი გაკეთდა ელექტრონულ სერვისებზე, კვალიფიკაციის ამაღლების საჭირობაზე. შეხვედრა აქტიურად და ნაყოფიერად წარიმართა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით