კონსულტაციები ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში

1 2 3 4 5

7 და 8 ივლისს მეწარმე ქალთა ფონდმა ყოველთვიური კონსულტაციები ჩაატარა ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანი შედეგების მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაეწიათ პარტნიორ ორგანიზაციებს:

ცაგერში -  „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება.“

ამბროლაურში - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონალური ჰაბი-„აფხაზინტერკონტი.“

ასევე მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ისინი გაეცნენ ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ადგილობრივი საჭიროებების შეფასების შედეგებს. ადგილობრივი მთავრობები მზად არიან, ითანამშრომლონ პროექტის ფარგლებში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტს ახორციელებენ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები