გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა განიხილეს მიმდინარე საპროექტო საკითხები, შეაჯამეს განხორციელებული ღონისძიებები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით