იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით განხორციელდა მესამე შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელ გუნდსა („განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“) და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშვებული სტრატეგიული გეგმის დეტალების, ოზურგეთის საკრებულოში აღნიშნული გეგმის წარდგენისა და დამტკიცების შესახებ. ჯგუფის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, მიიღონ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში სხვა მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით