შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებთან

1 2 3 4 5

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები, გენდერული მრჩევლები. განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე გენდერული ბიუჯეტირების, პროგრამების შეფასების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი პრობლემები, კოვიდ-19-ის პირობებში ძალადობის მსხვერპლების და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციების როლსა და ფუნქციებზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციაში; გენდერული საბჭოების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ეროვნულ დონეზე შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე; მეთოდოლოგიური დახმარების, სათანადო რესურსების აუცილებლობის საკითხზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები