ვანის პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განიხილეს ახალი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი და კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში მინიპროექტების ფარგლებში ჩამოყალიბდა ორი საინიციატივო ჯგუფი, რომელთა წევრებსაც აქვთ დარეგისტრირების და უფრო აქტიური მუშაობის სურვილი.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით