2 თებერვალს ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდნენ შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები: ელისაბედ ბრანდბერგი (რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში) და ჯოანა არკასენი (საველე წარმომადგენელი საქართველოში).
სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდის მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს მათ გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ელისაბედ ბრანდბერგი: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ ქალთა უფლებების დაცვას. ცდილობთ, შეახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები საზოგადოებასთან მიმართებაში.“
ჯოანა არკასენი: „უკვე მეორედ ჩამოვედი ფონდ „სოხუმში“. ვიცი და მომწონს თქვენი აქტიურობა. სამშვიდობო საქმიანობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კარგად ჩანს, რასაც აკეთებთ ქალთა მხარდასაჭერად. საინტერესოა თქვენთან მუშაობა.“
Kvinna till Kvinna ფონდი „სოხუმის“ მხარდამჭერია 2002 წლიდან, რაც სამშვიდობო მიმართულებით სისტემატიური მუშაობის საშუალებას იძლევა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)