თერჯოლაში აქტიური ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მორიგ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდული და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
თერჯოლაში არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, ამიტომ ახალი ორგანიზაციების შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე გამოცდილი ორგანიზაციები მენტორობას გაუწევენ ახალბედებს, დაეხმარებიან რეგისტრაციაში, წესდების შემუშავებაში, იურიდიული საკითხების მოგავრებაში.
პროექტის დასაწყისში დარეგისტრირდა ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისთვის“, ახლა კიდევ ორი ორგანიზაციაა ჩამოყალიბების პროცესში.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.