ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

   

ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების კუთხით, იმ პროექტებზე, რომლებიც ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით განახორციელა.

შეხვედრაზე დასახელდა შედეგები, რომლებიც მეტყველებს გენდერული საბჭოს საქმიანობის ეფექტურობაზე. ყურადღება გამახვილდა ჩატარებულ კვლევებზე,  ახალგაზრდებთან მუშაობაზე, გენდერული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საბჭო წარუდგენს თვითმმართველობას, როგორც სარეკომენდაციო დოკუმენტს.

როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრატეგია რეგიონში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას  არასამთავრობო სექტორთან - გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა მედეა ვასაძემ საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ საკითხებზე.  ითქვა, რომ სასარგებლო იქნება მემორანდუმის გაფორმება ერთობლივ საქმიანობაზე.

შეხვედრა გააშუქა ტელეკომპანია „აჭარამ“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები