მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეკრება ხონში

    

ხონის გამგეობაში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება მოხდა ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ძირითად  მიმართულებებზე. საბავშვო ბაღებში ახალი ჯგუფების დამატება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე სკოლამდელი დაწესებულებების ინვენტარიზაცია; ხანდაზმულთა სოციალური ინკლუზია - სამრეცხაო „სათნოების სახლის“ ბინადართათვის; შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა - მონაწილეთა  ფოკუსში, ძირითადად,  ეს  საკითხები მოხვდა.  

შეხვედრის მონაწილეებმა - საბჭოს წევრებმა, თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა - საფუძვლიანად განიხილეს პროგრამებისთვის საჭირო ხარჯი, ეფექტი და ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსი თანადაფინანსებისთვის.

როგორც აღინიშნა, ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს ასახავს.

უახლოეს პერიოდში იგეგმება ტრენინგი პროექტების შემოტანის მსურველთთვის. 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები