მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

  

ხონის გამგეობაში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭომ მოქმედი წევრები და საბჭოს დებულება დაამტკიცა. მის შემადგენლობაში  კი თვითმმართველობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან. იმავე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „PIN - საქართველოსა“  და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.

მონაწილეების აზრით, ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები