ოზურგეთი - დისკუსია ინიციატივებისთვის

  
ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „დისკუსია ინიციატივებისთვის“, რომელშიც ჩაერთო ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წევრები. შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებისთვის ახალი ინიციატივებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, რომლებსაც 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგვისას გაითვალისწინებენ.
როგორც აღინიშნა, გენდერული ბიუჯეტი არ წარმოადგენს განსხვავებულ ბიუჯეტებს ქალისა და მამაკაცისათვის - ეს არის საბიუჯეტო პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინება. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულად გაიზიარა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების აუცილებლობა და ამისთვის ფინანსური სახსრებიც გამოყო. 
გენდერული საბჭოს მიერ შეხვედრაზე წარდგენილი იქნა სოციოლოგიური კვლევის ანალიზის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები და გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა. თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები