ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შეჯამება

    

გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან სამწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყო - ასეთი შეფასება გაკეთდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონფერენციაზე, რომელიც  21 ივლისს ჩატარდა ოზურგეთში საბჭოს მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები, გურიის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის) და აჭარის (შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ და მოიაზრებს მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოების შექმნას. ეს პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საპილოტე საბჭოების მუშაობა და შედეგები კი სამაგალითო უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.

ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო 8 პროექტს ითვლის. შეხვედრაზე გაანალიზდა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხაზგასმულ იქნა საბჭოს მიერ ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება, როგორც საყრდენი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გეგმა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები